From 1 - 10 / 123
  • მონაცემები მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მთების და მწვერვალების შესახებ ინფორმაციას, მონაცემები წარმოებულია სხვადასხვა მასშტაბის საბჭოთა პერიოდის ტოპოგრაფიული რუკებიდან და დაკორექტირებულია ორთოფოტოს საფუძველზე, მონაცემს გააჩნია ინფორმაცია სახელწოდების და სიმაღლის შესახებ.

  • სავაჭრო ცენტრი, ჰიპერმარკეტი და სუპერმარკეტის მონაცემეთა ბაზა შექმნილია საქართველოს ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში საველე სამუშაოების შედეგად შეგროვებული და შემდგომ კამერალურად დამუშავებული მასალის საფუძველზე. მონაცემები შეიცავს ინფორმაციას თითოეული ობიექტის სახელწოდების, სამუშაო საათების, საკონტაქტო ინფორმაციისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.

  • ბიბლიოთეკების ობიექტების მონაცემები შექმნილია საქართველოს ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტის ფარგლებში აღწერილი და შეგროვებული მასალის საფუძველზე. მონაცემი მოიცავს ინფორმაციას სახელწოდების, ტიპის, სამუშაო საათების, საკონტაქტო ინფორმაციის და სხვა მახასიათებლების შესახებ.

  • რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ. აღნიშნული მიწის ნაკვეთები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების, ასევე, გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

  • გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული სერვიტუტის, უზუფრუქტის, ან სხვა ვალდებულების შესახებ. აღნიშნული გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

  • საქართველოს ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტის ფარგლებში აღწერილი გასართობი ცენტრების ობიექტების მონაცემები შეიცავს ინფორმაციას სახელწოდების, ობიექტის ტიპის, სამუშაო საათების, საკონტაქტო ინფორმაციის და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.

  • ჭაობის მონაცეებმი მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დაჭაობებული ადგილების გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც მიღებულია დიგიტალიზაციის მეთოდით საბჭოთა პერიოდის, რუსული, ტოპოგრაფიული რუკების და 2015 წლამდე შექმნილი ორთოფოტოს საფუძვლებზე, მოცემულია სახელწოდებების ლათინურენოვანი ტრანსლიტერირებულ ფორმაც, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის N109 ბრძანებულების შესაბამისად.

  • რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების შესახებ. აღნიშნული შენობა-ნაგებობები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

  • მყინვარების მონაცემები მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის მასშტაბით კავკასიონის მყინვარებს,რომლებიც ციფრულად აისახა დიგიტალიზაციის მეთოდით თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-გლაციოლოგების ხელმძღვანელობით და უშუალო ჩართულობით. ობიექტების სახელწოდებები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასევე მოცემულია სახელწოდებების ლათინურენოვანი ტრანსლიტერირებულ ფორმაც, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის N109 ბრძანებულების შესაბამისად.

  • საქართველოს ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტის ფარგლებში აღწერილი სამორინეების ობიექტების მონაცემები შეიცავს ინფორმაციას სახელწოდების, ობიექტის ტიპის, სამუშაო საათების, საკონტაქტო ინფორმაციის და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.