სარეგისტრაციო ზონის საზღვარს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. სარეგისტრაციო ზონის საზღვრის მიხედვით განისაზღვრება სარეგისტრაციო სამსახურების ტერიტორიული კომპეტენცია. სარეგისტრაციო ზონის საზღვრის შესაბამისად უძრავ ნივთს ენიჭება ზონის კოდი.
სარეკრეაციო ტერიტორიის მონაცემეთა ნაკრები მოიცავს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულების თანახმად დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებს, რომელიც მოიცავს - ბახმაროს, ურეკი-შეკვეთილის, ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებს
საქართველოს საავტომობილო გზათა ქსელი (ცენტრალური ხაზი) მოიცავს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (საქართველოს კანონი საავტომობილო გზების შესახებ). მონაცემები იქმნება საავტომობილო გზათა ქსელის ცენტრალური ხაზის დიგიტალიზაციის და ხარისხის კონტროლის ტექნიკურ სპეციფიკაციაზე დაყრდნობით, სადაც დეტალურად არის გაწერილი გზათა ქსელის მონაცემების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. საავტომობილო გზათა ქსელის მონაცემები სრულად ფარავს საქართველოს ტერიტორიას. ინფორმაციის განახლება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მაგისტრალური გზების შემთხვევაში ხორციელდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მონაცემებით, და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში დაცული ინფორმაციით (ქუჩების სახელწოდებები) განაშენიანებულ ტერიტორიებზე.
სარეგისტრაციო სექტორის საზღვარს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. სარეგისტრაციო სექტორის საზღვრის შესაბამისად უძრავ ნივთს ენიჭება სექტორის კოდი.