ღვარცოფის საფრთხის ზონების მონაცემთა ნაკრები მოიცავს მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის და დაბა მესტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში 64 ღვარცოფის საფრთხის უბნის არეალს. საფრთხეების ზონები მომზადებულია 2014-2015 წლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება“ პროგრამის ფარგლებში. საფრთხეების დონეები წარმოდგენილია 3 კატეგორიად: მაღალი, საშუალო და დაბალი.
მეწყრის საფრთხის ზონების მონაცემთა ნაკრები მოიცავს მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის და დაბა მესტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში 88 მეწყერის საფრთხის უბნის არეალს. საფრთხის ზონები მომზადებულია 2014-2015 წლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება“ პროგრამის ფარგლებში. საფრთხეების დონეები წარმოდგენილია 3 კატეგორიად: მაღალი, საშუალო, უსაფრთხო.
კლდეზვავი - ქვათაცვენის საფრთხის ზონების მონაცემთა ნაკრები მოიცავს მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის და დაბა მესტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში 60 კლდეზვავი - ქვათაცვენის საფრთხის უბნის არეალს. საფრთხეების ზონები მომზადებულია 2014-2015 წლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება“ პროგრამის ფარგლებში. საფრთხეების დონეები წარმოდგენილია 2 კატეგორიად: მაღალი, საშუალო.