From 1 - 10 / 21
  • აფხაზეთის ა/რ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის ორთოფოტო გეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2015 წლების სატელიტური გადაღების მასალების დამუშავებით შეიქმნა, აერო სურათების GSD არის 100 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 1 200 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 1.8%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2015). სატელიტური გადაღების შედეგად მიღებული სურათების შემდგომი დამუშავებისთვის, სამუშაო პროცესში განსაზღვრულ იქნა საველე საკონტროლო წერტილები (Ground Control Points - GCP), მათი საშუალებით სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გარემოში განხორციელდა აეროტრიანგულაცია, შემდგომ შეიქმნა ციფრული სიმაღლური მოდელი (Digital Elevation Model - DEM), რომლის საფუძველზეც იწარმოება ორთოფოტოგეგმები. ერთი და იმავე წელს განხორციელებული სატელიტური გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოგეგმებით აიწყო მოზაიკა.

  • 1 : 500 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 500 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:500 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 1989 წ. საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • საბჭოთა პერიოდის 1: 1 000 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:1 000 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 1988-90. საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ. აღნიშნული მიწის ნაკვეთები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების, ასევე, გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

  • გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული სერვიტუტის, უზუფრუქტის, ან სხვა ვალდებულების შესახებ. აღნიშნული გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

  • 1 : 50 000-იანი მასშტაბის ქართულენოვანი ციფრული ტოპოგრაფიული რუკები შიქნმა საქართველოში განხორციელებული, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი რუკების სკანირებული ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:50 000-იანი მასშტაბის ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკები ფარავს ქვეყნის ტერიტორიის 35%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 3 წელიწადი (2005-2008). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების შესახებ. აღნიშნული შენობა-ნაგებობები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

  • თბილისის ორთოფოტოგეგმა წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით 2014 წელს თბილისის ტერიტორიისთვის განხორციელებული აერო გადაღების მასალების დამუშავებით. ორთოფოტო გეგმების რეზოლუცია - Ground Simple Distance (1 pix) = 6 სმ-ია. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 502 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 0.8 %, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2014). რასტრული მონაცემების მესაკუთრე არის ქალაქ თბილისის მერია, ასლი ინახება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ფონდში.

  • 1 : 100 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 100 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:100 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 12 წელიწადი (1978-1990). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • ორთოფოტოგეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2015 წლის აერო გადაღების მასალების დამუშავებით შეიქმნა. აერო სურათების GSD არის 25 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს დაახლოებით 3 000 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 4.3%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2015). რასტრული მონაცემების მესაკუთრე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სააგენტო, ასლი ინახება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ფონდში.