From 1 - 4 / 4
  • მყინვარების მონაცემები მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის მასშტაბით კავკასიონის მყინვარებს,რომლებიც ციფრულად აისახა დიგიტალიზაციის მეთოდით თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-გლაციოლოგების ხელმძღვანელობით და უშუალო ჩართულობით. ობიექტების სახელწოდებები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასევე მოცემულია სახელწოდებების ლათინურენოვანი ტრანსლიტერირებულ ფორმაც, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის N109 ბრძანებულების შესაბამისად.

  • მონაცემები მოიცავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებულ მუნიციპალიტეტების რეესტრში რეგისტრირებული ქალაქის და დაბის სტატუსის მქონე დასახლებული პუნქტების განაშენიანებული (ურბანული) არეალების საზღვრებს. მონაცემები ასევე მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ არარეგისტრირებულ დასახლებულ პუნქტებსაც (ქალაქი, დაბა). დასახლებების სახელები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე. არის სახელწოდებების ლათინურენოვანი ტრანსლიტერირებული ჩანაწერებიც, რაც განხორციელებულია საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის N109 ბრძანებულების შესაბამისად. მონაცემები ამჟამად მოიცავს 87 დასახლებას შესაბამისი ადმინისტრაციული სტატუსით (ქალაქი, დაბა).

  • მონაცემები მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მთების და მწვერვალების შესახებ ინფორმაციას, მონაცემები წარმოებულია სხვადასხვა მასშტაბის საბჭოთა პერიოდის ტოპოგრაფიული რუკებიდან და დაკორექტირებულია ორთოფოტოს საფუძველზე, მონაცემს გააჩნია ინფორმაცია სახელწოდების და სიმაღლის შესახებ.

  • პორტების მონაცემი მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო პორტებისა და საბორნე სადგურების შესახებ ინფორმაციას. ასევე, შეიცავს ინფორმაციას სახელწოდების, ობიექტის ტიპის, კლასის, სამუშაო საათების, საკონტაქტო ინფორმაციის და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.