გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული სერვიტუტის, უზუფრუქტის, ან სხვა ვალდებულების შესახებ. აღნიშნული გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.
სარეგისტრაციო ზონის საზღვარს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. სარეგისტრაციო ზონის საზღვრის მიხედვით განისაზღვრება სარეგისტრაციო სამსახურების ტერიტორიული კომპეტენცია. სარეგისტრაციო ზონის საზღვრის შესაბამისად უძრავ ნივთს ენიჭება ზონის კოდი.
სარეგისტრაციო სექტორის საზღვარს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. სარეგისტრაციო სექტორის საზღვრის შესაბამისად უძრავ ნივთს ენიჭება სექტორის კოდი.