რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების შესახებ. აღნიშნული შენობა-ნაგებობები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.
გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული სერვიტუტის, უზუფრუქტის, ან სხვა ვალდებულების შესახებ. აღნიშნული გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ. აღნიშნული მიწის ნაკვეთები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების, ასევე, გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.
სარეგისტრაციო ზონის საზღვარს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. სარეგისტრაციო ზონის საზღვრის მიხედვით განისაზღვრება სარეგისტრაციო სამსახურების ტერიტორიული კომპეტენცია. სარეგისტრაციო ზონის საზღვრის შესაბამისად უძრავ ნივთს ენიჭება ზონის კოდი.
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეების მონაცემეთა ნაკრები მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილების თანახმად დამტკიცებული სახელმწიფო ტყის მასივების სატყეო უბნის სახელწოდების, ტყის კონტურის ნომრის, ტყის კონტურის ფართობისა და გავრცელების საზღვრების შესახებ აქტიურ მონაცემებს. მონაცემებში, ასევე დაცულია ინფორმაცია საზღვრის კორექტირების/ჩარიცხვის/ამორიცხვის ფართობების და საფუძვლების შესახებ. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეების მონაცემეთა ნაკრები მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილების თანახმად დამტკიცებული სახელმწიფო ტყის მასივების სატყეო უბნის სახელწოდების, ტყის კონტურის ნომრის, ტყის კონტურის ფართობისა და გავრცელების საზღვრების შესახებ აქტიურ მონაცემებს. მონაცემებში, ასევე დაცულია ინფორმაცია საზღვრის კორექტირების/ჩარიცხვის/ამორიცხვის ფართობების და საფუძვლების შესახებ. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეების ცვლილება ხორციელდება "საჯარო რეესტრს შესახებ" საქართველოს კანონის 151. მუხლის(ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაცია) შესაბამისად, ასევე შესაბამისი ორგანოს (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) მიერ მოწოდებული მომართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში ცვლილების/ამორიცხვის/ჩარიცხვის განხორციელების მიზნით.
სარეგისტრაციო სექტორის საზღვარს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. სარეგისტრაციო სექტორის საზღვრის შესაბამისად უძრავ ნივთს ენიჭება სექტორის კოდი.
რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობის მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობის შესახებ. აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობი რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე,