From 1 - 10 / 21
  • 1 : 500 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 500 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:500 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 1989 წ. საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • 1 : 50 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპოგრაფიული რუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 50 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:50 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 17 წელიწადი (1973-1990). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების შესახებ. აღნიშნული შენობა-ნაგებობები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

  • თბილისის ორთოფოტოგეგმა წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით 2014 წელს თბილისის ტერიტორიისთვის განხორციელებული აერო გადაღების მასალების დამუშავებით. ორთოფოტო გეგმების რეზოლუცია - Ground Simple Distance (1 pix) = 6 სმ-ია. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 502 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 0.8 %, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2014). რასტრული მონაცემების მესაკუთრე არის ქალაქ თბილისის მერია, ასლი ინახება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ფონდში.

  • გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული სერვიტუტის, უზუფრუქტის, ან სხვა ვალდებულების შესახებ. აღნიშნული გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

  • 1 : 200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 9 წელიწადი (1981-1990). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • 1 : 100 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 100 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:100 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 12 წელიწადი (1978-1990). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • 1 : 2000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1:2 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:2 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკებით დაფარულია საქართველოს შემდეგი ქალაქები : აბაშა, ბათუმი, გორი, ზესტაფონი, თბილისი, მარტვილი, რუსთავი, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, ქედა, ყვარელი, ცაგერი, წნორი, წყალტუბო, ჭიათურა, თელავი. რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 1974 - 1991 წ. საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • იაპონური პროექტის ფარგლებში წარმოებული ორთოფოტოგეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2005 წლების აერო გადაღებების მასალების დამუშავებით შეიქმნა. აერო სურათების GSD არის 60 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 30 000 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 45%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2005). აერო გადაღების შედეგად მიღებული სურათების შემდგომი დამუშავებით მიღებული პროდუქტის მესაკუთრეა - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

  • რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ. აღნიშნული მიწის ნაკვეთები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების, ასევე, გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.