თოვლის ზვავების საფრთხეების ზონების მონაცემთა ნაკრები მოიცავს მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის და დაბა მესტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში 25 ზვავსაშიში უბნის არეალებს. საფრთხეების ზონები მომზადებულია 2014-2015 წლებში გარემოს ეროვნული საგენტოს მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება“ პროგრამის ფარგლებში. საფრთხეების დონე წარმოდგენილია სამი კატეგორიის: დაბალი, საშუალო და მაღალის მიხედვით. საფრთხეების კატეგორიზაცია ეფუძნება სხვადასხვა გეომორფოლოგიურ და დინამიკურ პარამეტრებს.
წყალდიდობების საფრთხეების ზონების მონაცემთა ნაკრები მოიცავს მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახისა და დაბა მესტიის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე, მდინარე მესტიჭალისა და მდინარე მულხურას დატბორვის არეალებს 10, 30, 100 წლიანი განმეორებადობის მიხედვით. ზონები მომზადებულია 2014-2015 წლებში გარემოს ეროვნული საგენტოს მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება“ პროგრამის ფარგლებში. წყლის მაქსიმალური ხარჯების საანგარიშო სიდიდეები დადგენილია „კავკასიის პირობებში მდინარეთა მაქსიმალური ჩამონადენის საანგარიშო ტექნიკურ მითითებაში“ განსაზღვრული მეთოდით, ხოლო წყლის მაქსიმალური ხარჯების შესაბამისი დონეების ნიშნულები გამოთვლილია კალაპოტის განივი კვეთებისა და ჰიდრავლიკური ელემენტების საფუძველზე.