From 1 - 10 / 141
  • აფხაზეთის ა/რ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის ორთოფოტო გეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2015 წლების სატელიტური გადაღების მასალების დამუშავებით შეიქმნა, აერო სურათების GSD არის 100 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 1 200 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 1.8%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2015). სატელიტური გადაღების შედეგად მიღებული სურათების შემდგომი დამუშავებისთვის, სამუშაო პროცესში განსაზღვრულ იქნა საველე საკონტროლო წერტილები (Ground Control Points - GCP), მათი საშუალებით სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გარემოში განხორციელდა აეროტრიანგულაცია, შემდგომ შეიქმნა ციფრული სიმაღლური მოდელი (Digital Elevation Model - DEM), რომლის საფუძველზეც იწარმოება ორთოფოტოგეგმები. ერთი და იმავე წელს განხორციელებული სატელიტური გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოგეგმებით აიწყო მოზაიკა.

  • საქართველოს ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტის ფარგლებში აღწერილი ბოულინგ კლუბების ობიექტების მონაცემები შეიცავს ინფორმაციას სახელწოდების, ობიექტის ტიპის, სამუშაო საათების, საკონტაქტო ინფორმაციის და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.

  • საკონცერტო დარბაზის ობიექტების მონაცემები შექმნილია საქართველოს ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტის ფარგლებში აღწერილი და შეგროვებული მასალის საფუძველზე. მონაცემებს შესაბამის ველებში გაწერილი აქვთ სახელწოდება, სამუშაო საათები, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები.

  • სავაჭრო ცენტრი, ჰიპერმარკეტი და სუპერმარკეტის მონაცემეთა ბაზა შექმნილია საქართველოს ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში საველე სამუშაოების შედეგად შეგროვებული და შემდგომ კამერალურად დამუშავებული მასალის საფუძველზე. მონაცემები შეიცავს ინფორმაციას თითოეული ობიექტის სახელწოდების, სამუშაო საათების, საკონტაქტო ინფორმაციისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.

  • საქართველოს ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტის ფარგლებში აღწერილი ლუდის ბარების მონაცემები, მოიცავს ინფორმაციას ობიექტის სახელწოდების, ტიპის, სამუშაო საათების, საკონტაქტო ინფორმაციის და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.

  • საქართველოს ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტის ფარგლებში აღწერილია პიცერიების ობიექტები, მონაცემები შეიცავს ინფორმაციას ობიექტის სახელწოდების, ტიპის, სამუშაო საათების, საკონტაქტო ინფორმაციის და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.

  • საგამოფენო დარბაზის ობიექტების მონაცემები შექმნილია საქართველოს ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტის ფარგლებში აღწერილი და შეგროვებული მასალის საფუძველზე. მონაცემებს შესაბამის ველებში გაწერილი აქვთ სახელწოდება, სამუშაო საათები, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები.

  • საქართველოს ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტის ფარგლებში აღწერილი კაფე - ბარების ობიექტების შესახებ მონაცემები მოიცავს ინფორმაციას ობიექტის სახელწოდების, ტიპის, სამუშაო საათების, საკონტაქტო ინფორმაციის და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ.

  • 1 : 200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 9 წელიწადი (1981-1990). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • დაცული ტერიტორიების ფუნქციონალური ზონების მონაცემთა ნაკრები წარმოადგენს საქართველოშოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონალური ზონების შესახებ მონაცემს. ფუნქციონალური ზონები წარმოადგენს დაცული ტერიტორიის შიგნით დაცვის სხვადასხვა რეჟიმის და დანიშნულების განმსაზღვრელ საშუალებას კატეგორიის მიხედვით.