From 1 - 10 / 22
  • 1 : 50 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპოგრაფიული რუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 50 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:50 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 17 წელიწადი (1973-1990). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • ორთოფოტო გეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2007-2008 წლების სატელიტური გადაღების მასალების დამუშავებით შეიქმნა (ფერადი). ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს --- კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 6.5%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ორიწელი 2007-2008. სატელიტური გადაღების შედეგად მიღებული სურათების შემდგომი დამუშავებისთვის, სამუშო პროცესში განისაზღვრა საველე საკონტროლო წერტილები (Ground Control Points - GCP), მათი საშუალებით სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გარემოში ხდება აეროტრიანგულაციის განხორციელება, შემდგომ იქმნება ციფრული სიმაღლური მოდელი (Digital Elevation Model - DEM), რომლის საფუძველზეც იქმნება ორთოფოტო გეგმები. ერთიდაიმავე წელს განხორციელებული აერო და სატელიტური გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტო გეგმებით იწყობა მოზაიკა და განთავსებულია სერვერზე (Image Server). აერო და სატელიტური გადაღებების საფუძველზე შექმნილი ორთოფოტო გეგმების განახლება ხორციელდება დაგეგმილი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისი პერიოდულობით.

  • იაპონური პროექტის ფარგლებში წარმოებული ორთოფოტოგეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2005 წლების აერო გადაღებების მასალების დამუშავებით შეიქმნა. აერო სურათების GSD არის 60 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 30 000 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 45%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2005). აერო გადაღების შედეგად მიღებული სურათების შემდგომი დამუშავებით მიღებული პროდუქტის მესაკუთრეა - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

  • მდ. ვერეს ხეობის ორთოფოტოგეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2015 წლის აერო გადაღების მასალების დამუშავებით შეიქმნა, აერო სურათების GSD არის 10 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 200 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 0.3 %, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი. აერო გადაღების შედეგად მიღებული სურათების შემდგომი დამუშავებით მიღებული პროდუქტის მესაკუთრეა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

  • საბჭოთა პერიოდის 1: 1 000 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:1 000 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 1988-90. საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • 2014 წ. დასავლეთ საქართველოს ორთოფოტო გეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2014 წლის აერო გადაღების მასალების დამუშავებით შეიქმნა, აერო სურატების GSD არის 25 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 8 800 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 12.6%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2014). აერო გადაღების შედეგად მიღებული სურათების შემდგომი დამუშავებისთვის გათვალისწინებულია საბორტო მონაცემები (GNSS-INSS). სამუშაო პროცესში განსაზღვრულ იქნა საველე საკონტროლო წერტილები (Ground Control Points - GCP), მათი საშუალებით სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გარემოში განხორციელდა აეროტრიანგულაცია. შემდგომ შეიქმნა ციფრული სიმაღლური მოდელი (Digital Elevation Model - DEM), რომლის საფუძველზეც იწარმოება ორთოფოტოგეგმები. ერთი და იმავე წელს განხორციელებული აერო გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტო გეგმებით იწყობა მოზაიკა. აერო სურათების შემდგომი დამუშავებით მიღებული პროდუქტის მესაკუთრეა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. აერო გადაღებების საფუძველზე შექმნილი ორთოფოტო გეგმების განახლება ხორციელდება დაგეგმილი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისი პერიოდულობით.

  • ორთოფოტოგეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2015 წლის აერო გადაღების მასალების დამუშავებით შეიქმნა. აერო სურათების GSD არის 25 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს დაახლოებით 3 000 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 4.3%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2015). რასტრული მონაცემების მესაკუთრე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სააგენტო, ასლი ინახება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ფონდში.

  • აფხაზეთის ა/რ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის ორთოფოტო გეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2015 წლების სატელიტური გადაღების მასალების დამუშავებით შეიქმნა, აერო სურათების GSD არის 100 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 1 200 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 1.8%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2015). სატელიტური გადაღების შედეგად მიღებული სურათების შემდგომი დამუშავებისთვის, სამუშაო პროცესში განსაზღვრულ იქნა საველე საკონტროლო წერტილები (Ground Control Points - GCP), მათი საშუალებით სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გარემოში განხორციელდა აეროტრიანგულაცია, შემდგომ შეიქმნა ციფრული სიმაღლური მოდელი (Digital Elevation Model - DEM), რომლის საფუძველზეც იწარმოება ორთოფოტოგეგმები. ერთი და იმავე წელს განხორციელებული სატელიტური გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოგეგმებით აიწყო მოზაიკა.

  • 1 : 25000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 25 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:25 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 51 წელიწადი (1953-2004). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • 1 : 50 000-იანი მასშტაბის ქართულენოვანი ციფრული ტოპოგრაფიული რუკები შიქნმა საქართველოში განხორციელებული, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი რუკების სკანირებული ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:50 000-იანი მასშტაბის ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკები ფარავს ქვეყნის ტერიტორიის 35%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 3 წელიწადი (2005-2008). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).