From 1 - 10 / 22
  • რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების შესახებ. აღნიშნული შენობა-ნაგებობები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

  • თბილისის ორთოფოტოგეგმა წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით 2014 წელს თბილისის ტერიტორიისთვის განხორციელებული აერო გადაღების მასალების დამუშავებით. ორთოფოტო გეგმების რეზოლუცია - Ground Simple Distance (1 pix) = 6 სმ-ია. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 502 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 0.8 %, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2014). რასტრული მონაცემების მესაკუთრე არის ქალაქ თბილისის მერია, ასლი ინახება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ფონდში.

  • 1 : 100 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 100 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:100 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 12 წელიწადი (1978-1990). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • 2016 -2017 წლების ორთოფოტოგეგმები წარმოებულია ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ - პროექტის ფარგლებში, 2016 - 2017 წლების აეროგადაღების მასალების დამუშავებით. აერო სურათების GSD არის 20 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 40 000 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 58 %, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ორი წელი (2016 - 2017). აერო გადაღების შედეგად მიღებული სურათების შემდგომი დამუშავებისთვის გათვალისწინებულია საბორტო მონაცემები (GNSS-INSS). სამუშაო პროცესში განსაზღვრულ იქნა საველე საკონტროლო წერტილები (Ground Control Points - GCP), მათი საშუალებით სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გარემოში განხორციელდა აეროტრიანგულაცია. შემდგომ შეიქმნა ციფრული სიმაღლური მოდელი (Digital Elevation Model - DEM), რომლის საფუძველზეც იწარმოება ორთოფოტოგეგმები. აერო გადაღებების საფუძველზე შექმნილი ორთოფოტოგეგმების განახლება ხორციელდება დაგეგმილი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისი პერიოდულობით. ორთოფოტოგეგმები დაცულია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ფონდში.

  • რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობის მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობის შესახებ. აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობი რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოებული საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე,

  • 1 : 500 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 500 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:500 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 1989 წ. საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეების მონაცემეთა ნაკრები მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილების თანახმად დამტკიცებული სახელმწიფო ტყის მასივების სატყეო უბნის სახელწოდების, ტყის კონტურის ნომრის, ტყის კონტურის ფართობისა და გავრცელების საზღვრების შესახებ აქტიურ მონაცემებს. მონაცემებში, ასევე დაცულია ინფორმაცია საზღვრის კორექტირების/ჩარიცხვის/ამორიცხვის ფართობების და საფუძვლების შესახებ. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეების მონაცემეთა ნაკრები მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილების თანახმად დამტკიცებული სახელმწიფო ტყის მასივების სატყეო უბნის სახელწოდების, ტყის კონტურის ნომრის, ტყის კონტურის ფართობისა და გავრცელების საზღვრების შესახებ აქტიურ მონაცემებს. მონაცემებში, ასევე დაცულია ინფორმაცია საზღვრის კორექტირების/ჩარიცხვის/ამორიცხვის ფართობების და საფუძვლების შესახებ. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეების ცვლილება ხორციელდება "საჯარო რეესტრს შესახებ" საქართველოს კანონის 15​1. მუხლის(ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაცია) შესაბამისად, ასევე შესაბამისი ორგანოს (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) მიერ მოწოდებული მომართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში ცვლილების/ამორიცხვის/ჩარიცხვის განხორციელების მიზნით.

  • გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები მოიცავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტიურ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს რეგისტრირებული სერვიტუტის, უზუფრუქტის, ან სხვა ვალდებულების შესახებ. აღნიშნული გრაფიკული რეგისტრირებული ვალდებულების მონაცემები რეგისტრირდება სარეგისტრაციოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული დათვალიერების შედეგების,ასევე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

  • 1 : 50 000-იანი მასშტაბის ქართულენოვანი ციფრული ტოპოგრაფიული რუკები შიქნმა საქართველოში განხორციელებული, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი რუკების სკანირებული ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:50 000-იანი მასშტაბის ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკები ფარავს ქვეყნის ტერიტორიის 35%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 3 წელიწადი (2005-2008). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).

  • 1 : 200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც წარმოებულია საბჭოთა პერიოდის იგივე მასშტაბის ანალოგური (ქაღალდის ვერსია) ტოპორუკების გეორეფერენცირებით. საბჭოთა პერიოდის 1: 200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ციფრული (სკანირებული) ვერსიის მისაღებად განხორციელდა ტოპოგრაფიული რუკების მაღალი რეზოლუციით (300 dpi) სკანირება. მიღებული რასტრული ფაილები გეორეფერენცირებულ იქნა ტოპოგრაფიული რუკების ნომენკლატურის შესაბამისი ინდექსის ფაილის გამოყენებით, დამუშავდა (ჩარჩოს მოჭრა და სხვა) და შეიქმნა ტოპორუკების ნომენკლატურული თანმიმდევრობის და ინდექსის ფაილის შესაბამისი მოზაიკა. 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის 9 წელიწადი (1981-1990). საბოლოო პროდუქტი განთავსებული არის სპეციალურ სერვერზე (Image Server).