2014 წ. დასავლეთ საქართველოს ორთოფოტო გეგმები წარმოადგენს რასტრული ფორმატის მონაცემებს, რომლებიც 2014 წლის აერო გადაღების მასალების დამუშავებით შეიქმნა, აერო სურატების GSD არის 25 სმ. ორთოფოტოების მიერ ჯამურად მოცული ფართობი შეადგენს 8 800 კვადრატულ კილომეტრს, რაც არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 12.6%, ხოლო რესურსის მიერ მოცული დროითი პერიოდი არის ერთი წელი (2014). აერო გადაღების შედეგად მიღებული სურათების შემდგომი დამუშავებისთვის გათვალისწინებულია საბორტო მონაცემები (GNSS-INSS). სამუშაო პროცესში განსაზღვრულ იქნა საველე საკონტროლო წერტილები (Ground Control Points - GCP), მათი საშუალებით სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გარემოში განხორციელდა აეროტრიანგულაცია. შემდგომ შეიქმნა ციფრული სიმაღლური მოდელი (Digital Elevation Model - DEM), რომლის საფუძველზეც იწარმოება ორთოფოტოგეგმები. ერთი და იმავე წელს განხორციელებული აერო გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტო გეგმებით იწყობა მოზაიკა. აერო სურათების შემდგომი დამუშავებით მიღებული პროდუქტის მესაკუთრეა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. აერო გადაღებების საფუძველზე შექმნილი ორთოფოტო გეგმების განახლება ხორციელდება დაგეგმილი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისი პერიოდულობით.